понедельник, 8 декабря 2008 г.

მაქსიმე

მე ვარ მაქსიმ ვოლობუევი. ვსწავლობ მესამე კლასში.

მაქსიმე ლათინური სახელია-ნიშნავს უდიდესს.

ამ სახელს ატარებდა რამდენიმე მოწამე. მათ შორის განსაკუთრებით ცნობილია მაქსიმე აღმსარებელი.

მაქსიმე აღმსარებელი 580 წელს დაიბადა კონსტანტინეპოლში.სიყმაწვილეში მან მრავალმხრივი განათლება მიიღო. იმპერატორის პირველი მდივანი გახდა.მაგრამ სამეფო კარის ცხოვრება ამძიმებდა მას. ამიტომ ბერად აღიკვეცა. მაქსიმე აღმსარებელი მხურვალედ იცავდა მართლმადიდებლობას და მის ქადაგებებს დიდი წარმატებები ჰქონდა საზოგადოების სხვადასხვა ფენებში.656 წელს ღირს-მაქსიმე საპყრობილეში ჩააგდეს და საშინლად აწამეს. წმინდა მაქსიმე მიიცვალა 662 წლის 13 აგვისტოს. მის საფლავზე სამი ლამპარი ინთებოდა და მრავალი კურნება აღესრულებოდა. წმინდა მაქსიმე დასაფლავებულია ქალაქ ცაგერში

Комментариев нет: